გორში 18 წლის ჯარისკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით ერთ-ერთ რესტორანში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცს მუცლის არეში, ცივი იარაღით სამი ჭრილობა აქვს მიყენებული.
დაშავებული კლინიკა “გორმედიში” გადაიყვანეს.
ექიმების შეფასებით, ჯარისკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია ხოლო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს რაც, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.