გორში 26 წლის ახალგაზრდა დაჭრეს

გორში,  26 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. მამაკაცს ჭრილობა ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

პაციენტი ,,გორმედში“ გადაიყვანეს. ექიმები აცხადებენ, რომ პაციენტს გულმკერდისა და ბარძაყის არეში აღენიშნება ბასრი საგნით მიყენებული ნაკვეთი და ნაჩხვლეტი მრავლობითი ჭრილობები.

ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.