გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში 64 წლის მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.
როგორც სოფელში აცხადებენ, გარდაცვლილი თამაზ კატაპარიაშვილია.მამაკაცის ცხედარი მის ეზოში ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.