{{ARTICLEIMAGE}}
გორში 9 თვის ბავშვი გარდაიცვალა, მიზეზი ჯერ უცნობია – გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს ბებია უვლიდა, რადგან დედა გორის ერთ-ერთ კლინიკაში ინფექციური დაავადების გამო მკურნალობდა. პირველი არხის ცნობით, გარდაცვლილი, რომელსაც ინფექციური დაავადება ჰქონდა, კლინიკიდან რამდენიმე თვის წინ გაწერეს. ამავე წყაროს თანახმად, ბავშვის ოჯახი ექსპერტიზაზე უარს აცხადებს.