გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.იაგო ნებიერიძე ბრალს არ აღიარებს.

9 წლის ბავშვი გასული  წლის შემოდგომაზე  ლიახვის ნაპირას მოკლული იპოვეს.

33 წლის იაგო ნებიერიძე დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს,ცოტა ხანში კი მას ბრალი დაუმძიმდა და სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლი დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.