გორში, ავარიის დროს დაშავებული 10 წლის ბავშვი, რომელსაც მიკროავტობუსი დაეჯახა, ამ წუთებში რეანომობილით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავთ.
ექიმების განცხადებით, მცირეწლოვანს მოტეხილობები აქვს.
შეგახსენებთ, გორში, კომბინატის დასახლებაში ფეხით მოსიარულე მცირეწლოვან გოგონას მიკროავტობუსი დაეჯახა.თვითმხილველების თქმით, ბავშვი უგონო მდგომარეობაში სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.