გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა თქვა, რომ მას საგამოცდო პროცესზე სიყვარული აუხსნეს. ნინო დალაქიშვილი ამბობს, რომ ბიჭს არ იცნობს და პირველად მხოლოდ სექტორში ნახა. ინფორმაციას ამის შესახებ EDU.ARIS.GE- ავრცელებს.
,,გამოცდის დროს ჩემმა მუცელმა რაღაცნაირი ხმა გამოსცა. გვერდით მაგიდაზე მჯდომმა ბიჭმა კი მკითხა მშიერი ხომ არ ვიყავი. მე ვუპასუხე კი თქო და მითხრა, რომ ძალიან საყვარელი ვიყავი და გამოცდის შემდეგ კაფეში დამპატიჟებდა. ძალიან ნაყოფიერი დღეს მქონდა და თუ უმაღლესში ვერ ჩავაბარე მომავალი საქმროს გაცნობა ხომ მაინც შემრჩება“,- განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.