გორში მამამ ავტომობილით 2 წლის შვილს გადაუარა

მამამ ავტომობილის საბურავით მცირეწლოვან შვილს გადაუარა. ბავშვი ორ წლამდე ასაკის იყო. ტრაგედია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო სობისში მოხდა. მამა მანქანის მობრუნებას ცდილობდა, თუმცა ბავშვი ვერ შენიშნა.
ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიციის შემადგენლობაც. ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მომხდარზე რა მუხლით დაიწყო გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.