გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწრეტში მოხუცი ცოლ-ქმარი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის ნაწვით გაიგუდა. ადგილზე პოლიცია მუშაობს. გარდაცვლილები სკოლაში მუშაობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.














