გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლიდან კომპიუტერები მოიპარეს.
პირველადი ინფორმაციით, სკოლიდან მოპარულია ექვსი კომპიუტერი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.