გორთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

გორთან, კარალეთი-ძევერის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.   ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

დაშავდა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.