გორთან ბამბით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა. სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ცეცხლი დროულად ჩააქრეს.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი საბურავი გახდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ცეცხლი ჯერ საბურავს გაუჩნდა, შემდეგ საბარგულში მოთავსებულ ბამბაზე გადავიდა.