{{ARTICLEIMAGE}}
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დაკავებული თანამოაზრის დავით კირკიტაძის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვს და ამისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს. ამბობს, რომ გათავისუფლების შემთხვევაში დავით კირკიტაძე გამოძიებასთან ითანამშრომლებს
“დავით კირკიტაძე თქვენი მხარდამჭერი არ არის. თუ მან შიმშილობა დაიწყო, ის იშიმშილებს ბოლომდე. ამიტომ კანონის და მორალის ფარგლებში გეუბნებით, გაათავისუფლეთ ეს ადამიანი გირაოს სანაცვლოდ, გინდ სხვა რაღაც მოუფიქრეთ. გაანებეთ თავი ჩვენს მხარდამჭერებს და თუ სამართალს რამე შეკითხვები აქვს, რამდენჯერაც საჭიროც იქნება, იმდენჯერ მივა სასამართლოში”,განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ თელავში, პოლიციის იზოლატორთან, სადაც 17 დეკემბერს ღამით “გაერთიანებული ოპოზიციის” წარმომადგენლებმა დაკავებული დავით კირკიტაძის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
შს სამინისტროს ცნობით, კირკიტაძე კახეთისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. უწყების ცნობით, “გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა, 16 დეკემბერს, ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავა გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი დავით კირკიტაძე. დანაშაული ისჯება როგორც ჯარიმით, ასევე თავისუფლების აღკვეთით.