გრიგოლ ვაშაძე: “ნაციონალური მოძრაობის” დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სახელმწიფოს არ გაუვრცელებია

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზე საუბრობს და ხელისუფლებას მოუწოდებს, სასტიკად დასაჯოს ყველა, ვინც ასეთ ჩანაწერს აკეთებს და შემდეგ ავრცელებს. 

“რა დანაშაულიც არ უნდა ყოფილიყო წარსულში, ერთ რამეზე ვერავინ გაბედავს შეკამათებას – “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები სახელმწიფოს არ გაუვრცელებია. კატეგორიული წინააღმდეგები ვართ და მოვითხოვთ მათ დასჯას, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა და გაავრცელა”, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ “ტვპირველის” გადაცემა “დღის ამბებში”.