“დღევანდელ საქართველოში ყველაფერი არის შესაძლებელი”-ვაშაძე არ გამორიცხავს რომ დააკავონ

 

რამდენიმე წუთის წინ  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. ვაშაძე 20 ივნისის საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

სასამართლოში შესვლამდე ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ყველაფრის მოლოდინი აქვს.მათ შორის, ის არ გამორიცხავს, რომ დააკავონ.

“დღევანდელ საქართველოში ყველაფერი არის შესაძლებელი, ამიტომ არავითარი პრობლემა არ მაქვს ველოდები გინდა ბრალდებული ვიყო, გინდა მოწმე”

“სიმართლე გითხრათ არავითარი პრობლემა არ მქონდა არც პროკურატურაში მისვლის არც შსს-ში მისვლის მაგრამ რადგანაც ოპოზიციამ გადაწყვიტა მაგისტრ მოსამართლესთან შემდგარიყო დაკითხვა თუ გამოკითხვა ამიტომ გადავწყვიტე. როდესაც გვიბარებენ ჩვენ იმ მომენტამდე სანამ შს მინისტრი არ არის დაკითხული ეს მეჩვენება დაცინვად. უნდა დადგინდეს ვინ გასცა ბრძანება რეალურად შეტევის დაწყებისა, როდესაც ვიდექით წინ და მოლაპარაკებებს ველოდებოდით და რაციაში მესმოდა: ესეიგი მიღებულია გადაწყვეტილება რომ ეს  ყველაფერი 12 საათზე უნდა დასრულდეს? როდესაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე,სამჯერადი გაფრთხილების გარეშე და გონივრული ვადის გარეშე რომ დაშლილიყო მანიფესტაცია სამართალდამცავებმა დაიწყეს შტურმი და დაიწყეს ყველაზე სახიფათო იარაღით გაზის და პლასტმასის ტყვიებით, ეს კითხვები მაქვს მე თორემ დანარჩენს ყველაფერზე გავცემ პასუხს იცით რომ ფოტოგრაფიული მეხსიერება მაქვს.

ყველაფრის მოლოდინი მაქვს იმიტომ რომ პროკურატურამაც და ე.წ. ხელისუფლებამაც პირველივე წუთიდან განაცხადეს რომ გამოძიება წაიყვანს საქმეს იქითკენ რომ თითქოს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და თითქოსდა ბატონმა გახარიამ და მისმა კოლეგებმა ქვეყანას საშინელი საფრთხე ააცილეს”-განაცხადა ვაშაძემ.