“პატრიოტთა ალიანსის” ხაშურის საკრებულოს წევრს, ალექსანდრე სიმონიშვილს,პარტია დაატოვებინეს. მიზეზი ის შეურაცხმყოფელი კომენტარი გახდა, რომელიც მან “ტვ პირველის” წამყვანის, ინგა გრიგოლიას მისამართით დაწერა.
ინფორმაციას დეპუტატის პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინგა გრიგოლია ავრცელებს და გადაწყვეტილებისთვის პარტიის ლიდერს, ირმა ინაშვილს მადლობას უხდის.
„დაატოვებინეს ,,პატრიოტთა ალიანსის ,,რიგები ამ კაცს,მას მერე ,რაც შეურაცხმყოფელი სტატუსი დაწერა ჩემზე, ირმა ინაშვილი-ასე საჯაროდ გიხდი მადლობას დროული და ადექვატური რეაგირებისთვის. ძალიან მახარებს თქვენი ასეთი სწრაფი რეაქცია. ესაა ირმა ინაშვილის კომენტარი, რომელსაც აქვე ვაკოპირებ -,, ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს ვესაუბრეთ და მან კარგად იცის ჩვენი პოზიციის შესახებ, შემიძლია უკვე საჯაროდ დავწერო პარტიის გადაწყვეტილების თაობაზე. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, საჭიროა ბოდიშის მოხდა. როცა საქმე ეხება პირად შეურაცხყოფას. ვინაიდან ბატონ ალექსანდრეს შექმნილ ვითარებაზე მისი სუბიექტური წარმოდგენა აქვს და ეს წარმოდგენა ეწინააღმდეგება პარტიის პოზიციას და ჩემი, როგორც ქალი პოლიტიკოსის პოზიციას, მივიღეთ გადაწყვეტილება,- ბატონმა ალექსანდრემ დატოვოს პარტია და თავისუფალი მოქალაქის რანგში გააგრძელოს კომენტირება. პარასკევს შეიკრიბება პარტიის პოლიტსაბჭო და ამ გადაწყვეტილებას ოფიციალური ფორმა მიეცემა. გმადლობთ“-, წერს გრიგოლია.
ხაშურის საკრებულოს წევრმა ინგა გრიგოლიას მკისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარი ერთ-ერთ პოსტზე განათავსა.
,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!” – დაწერა სიმონიშვილმა.