გრიგორი კარასინი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სერგეი ლავროვის მოადგილის თანამდებობაზე დიდი ალბათობით ივან ვოლინკინს დანიშნავენ. ის დღეს სამინისტროში საკონსულო დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ივან ვოლინკინი 60 წლისაა. ის სამინისტროში 1981 წლიდან მუშაობს. ეკავა სხვადასხვა თანამდებობები. მათ შორის იყო რუსეთის ელჩი საქართველოში. 2007 წელს ივან ვოლინკინი საქართველოს ხელისუფლებამ ორ რუს დიპლომატთან ერთად პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა და ქვეყნიდან გააძევა.
გრიგორი კარასინის გადადგომის ოფიციალურ მიზეზად მისი ასაკი სახელდება. კარასინი 70 წლის ხდება, ხოლო კანონმდებლობის თანახმად 70 წლის ასაკის ზემოთ მყოფ პირს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის უფლება არ აქვს.