გრიპის ვირუსით გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო

{{ARTICLEIMAGE}}
გრიპის ვირუსით დღეს გარდაცვლილი ქალი 38 კვირის ორსული იყო. დღეს მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, თუმცა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“შემოსვლისთანავე აღენიშნებოდა რთული მდგომარეობა, სუნთქვის უკმარისობა. პაციენტი იყო 38 კვირის ორსული. ის მოთავსებული იყო რეანიმაციულ განყოფილებაში. დაეწყო სათანადო მკურნალობა. ეჭვი გვქონდა გრიპზე, რის საფუძველსაც იძლეოდა მისი ანამნეზური მონაცემები. ოჯახის წევრების თქმით, იყო 2-3 დღის შემთხვევა. 24 საათის განმავლობაში განხორციელდა საკეისრო კვეთა. მდგომარეობა მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე”, განაცხადა ექიმმა. მისივე ინფორმაციით, ბავშვი თავს კარგად გრძნობს. 

საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების უკვე ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.