გრიპის ვირუსით ჭიათურაში 30 წლის ქალი გარდაიცვალა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა.

არსებული ვერსიით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი მწვავე ვირუსული ინფექცია გახდა.

ოჯახი სასწრაფოს ექიმებს ადანაშაულებს, მათი თქმით, სასწრაფომ ქალის გადაყვანა კლინიკაში საჭიროდ არ ჩათვალა.

ექიმების თქმით, პაციენტი კლინიკაში 7 იანვარს შეიყვანეს, ქალი საათნახევარში გარდაიცვალა.