,,იანვრის მეორე კვირის მონაცემებით, პირველ კვირასთან მიმართებით გვაქვს ზრდა , როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის კუთხით”,- აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.
მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 22%-იდან დაახლოებით 25,3%-მდე გაიზარდა, მომართვიანობა კი ასი ათას კაცზე 219-ს შეადგენს.
“იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალოზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული”,- განმარტავს გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ცნობით, გასული წლეთან შედარებით 2,5-ჯერ მეტი ადამიანია აცრილი, რაც დაახლოებით 96 900 ადამიანია.
ის რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებს აცრისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ანტივირუსული პრეპარატების მარაგი საკმარისი რაოდენობითაა და საავადმყოფოებში სრულიად უფასოა.