ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი გუაიდო საჯარო მოხელეებს გაფიცვისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბიბისი”ავრცელებს.
კარაკასში დემონსტრაციები გრძელდება. გუშინ არეულობის შედეგად მომიტინგეები დაშავდნენ. ქვეყნის ეროვნულმა გვარდიამ ხალხის წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე დაშავდა ქალი,რომელიც შემდეგ გარდაიცვალა. ეს ფაქტი გუაიდომაც დაადასტურა.
ვენესუელაში განვითარებული მოვლენები რუსეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის მიზეზიც გახდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მადურო ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა რუსეთმა მას ეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს ფაქტი კატეგორიულად უარყო.