კობი-გუდაურის მაგისტრალზე მოძრაობა პარალიზებულია. ზვავსაშიშროების და ძლიერი ქარბუქის გამო, გზა ჩაიკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაადგილებას ვერ ახერხებს ავტობუსი, რომელშიც 20 მგზავრი იმყოფება, ადგილზე იმყოფებიან მაშველებიც.მგზავრები გზის გახსნას ელოდებიან.
ამ დროისთვის გზის გაწმენდით სამუშაოებში მძიმე ტექნიკაა ჩართული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.