გუდაურიდან გადაყვანილ პირებს, რომლებსაც უცხოელ ტურისტებთან ჰქონდათ კავშირი, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

გუდაურიდან გადმოყვანილ  რამდენიმე პირს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა. ყველა მათგანზე ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

„ეს არ არის გუდაურის შემთხვევები. გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა ჩვენთან შემოყვანილ იქნა სადიაგნოსტიკოდ რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, გუდაურში მყოფ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მოქალაქეებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ.ტურისტებს კორონავირუსი საქართველოს დატოვების შემდეგ, თავიანთ ქვეყანაში დაუდასტურდათ.