გუდაურში მომხდარი დაპირისპირებისას დაჭრილი ახალგაზრდას მდგომარეობა მძიმეა. მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორის, დავით ლოლაძის განცხადებით პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა, იგი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს და ახლა მართვით სუნთქვაზეა. ქირურგი დაჭრილის მდგომარეობას მძიმეს უწოდებს.
გავრცელებული ინფორმაციით სისხლიანი გარჩევის მონაწილეები ერთი სამეგობროს წევრები არიან. მოკლული 22 წლის ბიჭია, მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი. ერთი დაჭრილი კი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე იდენტიფიცირებული.
დაპირისპირების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც გუდაურში მყოფი მოქალაქეები ამბობენ, დაპირისპირება ახალ გუდაურში, გამთენიისას, ერთ-ერთ ბარში დაიწყო, ამის შემდეგ უკვე ბარის გარეთ ფიზიკური დაპირისპირება გაგრძელდა, რა დროსაც გასროლა მოხდა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.