სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები დღეს არ გამოჩენილან. საოკუპაციო ხაზთან ისინი ბოლოს 22 აგვისტოს იმყოფებოდნენ, რა დროსაც წინა დღეებში დამონტაჟებულ ბოძებზე რკინის მწვანე ღობეები გაავლეს. უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსმა სამხედროებმა 7 აგვისტოს დაიწეს და 160-მდე ბოძი დაამონტაჟეს, რამაც საოკუპაციო ბარიერის სიგრძე დაახლოებით 400 მეტრით გაზარდა. ღობის მიღმა მოექცა ორი ოჯახის – გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების სახლები. როგორც ცნობილია, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას გაიმართება საქართველოს ხელისუფლება მთავარ თემად სწორედ უგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის საკითხს დააყენებს.