გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება. ოკუპანტებმა ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს.
ქართველი სამართალდამცავები გუგუტიანთკარში არ უშვებენ დავით ქაცარავას და “ძალა ერთობაშიას” აქტივისტებს. ამის შესახებ დავით ქაცარავამ განაცხადა.
გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.