სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსული ვერტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს.
საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟი განაახლეს
სუს-ის შეფასებით, ეს რუსეთის მხრიდან მორიგი პროვოკაციული ქმედებაა.
„ფაქტზე გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
რუსულმა ვერტმფრენმა სოფელ გუგუტიანთკარის ახლოს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაახლოებით, 12:00 საათისთვის გამოჩნდა და რამდენიმე წუთი დაფრინავდა. გუგუტიანთკარის განაპირას საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟის პროცესი დღეს დილიდან განახლდა.