გუკა რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა

ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელს გუკა რჩეულიშვილს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო პატიმრობა შეეფარდა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა სასამართლომ შეუფარდა. “ცენტ პოინტის“ დამფუძნებელს, გუკა რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერი მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის ჰქონდა გამოწერილი. პატიმრობაც გუკა რჩეულიშვილს  ლელა კილაძის საჩივრის საფუძველზე შეეფარდა.

რჩეულიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მას შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, არ იმყოფებოდა. ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაბამისი პროცედურა მიმდინარეობს, რომ რჩეულიშვილის სამძებრო ღონისძიება განხორციელდეს და მისი დაკავება მოხდეს.