გული მწყდება ყველა იმ წამსა და წუთზე, რაც ერთად გავატარეთ – ვოლკსი

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის გული წყდება, რომ მისი კოლეგები მმართველ “ქართულ ოცნებას” ტოვებენ. ამის შესახებ პოლიტიკოსმა ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტში, სადაც ხმაურიანი სხდომის შემდეგ გამართული კენჭისყრისას მმართველ გუნდთან დაპირისპირებული ეკა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.

“მორალურ პრობლემასაც ვხედავ – ამდენი ხანი ერთად ვართ. გული მწყდება ყველა იმ წუთსა და წამზე, რომელიც ერთად გავატარეთ-არამარტო ეკაზე მწყდება გული, სხვებზეც”,ამბობს ვოლსკი.