“გუნდში ვარწმუნებდი, რომ არჩევნებში 50-60%-ს ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მივიღებთ”- ივანიშვილი

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გუნდის წევრებს არწმუნებდა, რომ დაპირების შესრულების რესურსი ჰქონდა და არჩევნებში “ყოველგვარი ძალდატანების გარეშე” 50-60 პროცენტს მიიღებდნენ.

“ყველას ჰქონდა კითხვა, ვისთან ყოფილიყო კოალიცია. აბსოლუტურად საფუძვლიანი კითხვა. ჩვენ გვქონდა რესურსი და ვაჩვენებდით კიდეც პოლიტიკოსებსაც და ამომრჩეველსაც 2020-ში, რომ პროპორციული სიით ჩვენ მივიღებთ მნიშვნელოვნად მეტს, ვიდრე 50 პროცენტი. ჩვენ ეს რესურსი გაგვაჩნდა”, — განაცხადა ივანიშვილმა გადაცემა SWOT ანალიზში.