ჰომოფობიური მოძრაობის წევრს, გურამ ფალავანდიშვილს ისევ არ სჯერა, რომ თბილისი პრაიდის ფარგლებში ღირსების მარში გაიმართა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
“მადლობა ღმერთს, ბილწი პრაიდი არ შედგა”, — აღნიშნავს ფალავანდიშვილი.
მისივე თქმით, ის გიორგი გახარიას დაცვას არ აპირებს. რაც შეეხება დეოკუპაციას, აზრი შეიცვალა და ამ მოთხოვნას “სრულად იზიარებს”.
შეგახსენებთ რომ ღირსების მარში გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა. პარტიზანული პრაიდის შესახებ საზოგადოებისთვის უცნობი იყო თუ სად და როდის ჩატარდებოდა ღირსების მარში.აქციის მონაწილეები შსს-სთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შეიკრიბნენ.