გურამიშვილის გამზირზე, კორპუსის აფეთქების შედეგად დამწვარი 39 წლის სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა.
დაშავებული 19 ოქტომბერს დამწვრობის ცენტრში მოათავსეს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.მას სხეულის 60 % ჰქონდა დამწვარი. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, გურამიშვილის გამზირის 34-ში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქება სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გურამიშვილის გამზრიზე აფეთქებულ კორპუსში ცხოვრება არ შეიძლება. დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროში იმყოფებიან.