თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე,მიწის მასა ჩამოიშალა. როგორც ცნობილია, ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
თვითმხილველების თქმით, მიწის ჩამოშლის შედეგად შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შემთხვევის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაციაგანხორციელდა.
ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და სამართალდამცავები იმყოფებიან.