გურიაში 25 წლის მამაკაცი ტრაქტორით ხრამში გადაიჩეხა

ოზურგეთში, დაბა ლაითურში მომხდარ უბედური შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა.

ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ტრაქტორით ხრამში გადაიჩეხა.

ტრაქტორის მძღოლმა ავარიის დროს მძიმე დაზიანებები თავის არეში მიიღო, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზად ტრაქტორის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.