გურიაში სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს

გურიაში, სოფელ დვაბზუში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლობიო, მჭადი და პრასი დაახვედრეს.

მოსახლეობა, რომელმაც პრეზიდენტს ლობიო დაახვედრა,  ამბობს, რომ ზურაბიშვილმა კალანდაც კი გადმოწია. მათი თქმით, დღესასწაული არა დღეს, არამედ ხვალ აღინიშნება.

საპროტესტო აქციაზე გამოსულ მოსახლეობას ასევე არ მისცეს, პარლამენტის თავმჯდომარე,არჩილ თალაკვაძესთან მიახლოების საშუალება. ზურაბიშვილთან დასახვედრად შეიკრიბნენ მისი მხარდამჭერებიც. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.