გუშინ შეკეთებული მილის დაზიანების გამო, საბურთალოს რაიონის უმეტეს ნაწილს წყლის მიწოდება ისევ 24 საათით შეუწყდა

მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა და მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამ დროისთვის საბურთალოს დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, როგორც “ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” განცხადებაშია ნათქვამი გადაუდებელი სამუშაოების გამო წყლის მიწოდება 1 დღით იზღუდება. 

“საბურთალოს რაიონი, მგალობლიშვილის ქ. N 1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, 05/06-ის 09:15-დან 06/06-ის 08:00 საათამდე,წყალმომარაგება შეუწყდება:
საბურათალოს რაიონში: მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, იმედაშვილის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას ქუჩებს, პეკინის გამზ. N 7-დან N 43-ის ჩათვლით, N 14-დან N 46-ის ჩათვლით, იოსებიძის, ანა კალანდაძის, მიცკევიჩის, საბურთალოს, ცინცაძის, ჭაბუკიანის, ისაკაძის, დარასელიას, ოჩამჩირის, გახოკიძის, არშბას, საირმის, საირმის გორას, ცაგარელის, ბურძგლას, შევარდენიძის, ჭილაძის, ცაგერის, იოსებიძის, ხვიჩიას, ქუთათელაძის, გამრეკელის ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზ. N 1-დან N 23-ის ჩათვლით, ტაშკენტის ქ. N 25-დან N 31-ის ჩათვლით, N 18-დან N 22-ის ჩათვლით, ბუდაპეშტის ქ. N 1-3, N 2-დან N 10-ის ჩათვლით, ბახტრიონის, ალექსიძის, ბერბუკის აკურის(კვერნაძის) ქუჩებს, M2 კორპუსებს, კარტოზიას, სვანიძის ქუჩებს”-აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.