გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო- მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლისშემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი! პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია!
ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა “მთავარის” ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის, რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ “მთავარი არხი”. მადლობა ნიკა გვარამიას, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას, ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ახლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ახლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დრო! ყველაფერი გამოგვივა საქართველოში უნდა გათენდეს! ” – წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ “მთავარმა არხმა” მაუწყელობა დაიწყო და ეთერში სიანფორმაციო გამოშვება “მთავარი” გავიდა.