{{ARTICLEIMAGE}}
გუშინ საქართველოს პატრიარქი 86 წლის გახდა. ილია მეორეს იუბილე პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა მიულოცეს. საპატრიარქოში გამართულ მიღებაზე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებიც იმყოფებოდნენ. მათ პატრიარქს იუბილე სიმღერით მიულოცეს. მიღებაზე მოსულ სტუმრებს ილია მეორემაც მიმართა მადლობა გადაუხადა და დალოცა.
„პავლე მოციქულს ასეთი სიტყვები აქვს დაწერილი: ერთმანეთის სიმძიმე იტვირთეთ და ასე აღასრულეთ სჯული ქრისტესი. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთის სიმძიმეს კი არ ვიტვირთავთ, არამედ ვამძიმებთ. დღევანდელი დღე და საღამო განსაკუთრებით არის ის საღამო, როცა თქვენ იტვირთეთ ჩემი სიმძიმე. მადლობელი ვარ თქვენი სიყვარულისათვის. 41 წელია მე ვემსახურები საქართველოს ეკლესიას და ვმადლობ უფალს და გმადლობთ თქვენ, ღვთის წყალობა და თქვენი სიყვარული რომ არ ყოფილიყო, ეს შეუძლებელი იქნებოდა. ჯვარი გეწეროთ“, – განაცხადა პატრიარქმა.