ევროპის პოლიტიკის კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ბრაიან უიტმორის განცხადებით, საქართველოს მეგობრებს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა აშფოთებთ.
მისი თქმით, კონგრესმენის წერილები მიუთითებს იმაზეც, რომ მათ აღელვებთ აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც ,,არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები”, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია.
,,პირველ რიგში, ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანები საქართველოს მთავარი მხარდაჭერები არიან აშშ-ის კონგრესში. საქართველოს მეგობრებს აშფოთებთ დემოკრატიული უკუსვლა, რუსული გავლენის ზრდა და გვაღელვებს ის, რომ პროგრესი, რომელიც საქართველომ ბოლო 10-15 წელში განიცადა, გაქრება.
ჩვენ ასევე გვაღელვებს თქვენი აგრესიული მეზობელი ჩრდილოეთით, რომელსაც არ გადაუფიქრებია საქართველოს კონტროლის ამბიციები. ვაშინგტონში ეს შეშფოთება არსებობს და კონგრესმენების წერილები სწორედ ამაზე მიუთითებს, თუმცა, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია”,- ამბობს უიტმორი.