სამოქალაქო აქტივისტი თამარ კაკაბაძე “ქართული ოცნების” დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს ძალადობაში ადანაშაულებს. კაკაბაძე ფოტოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და ამბობს, რომ აქციის მონაწილეს დეპუტატმა ხელი დაარტყა.
“სამარცხვინოები ხართო, გვაგინა და აქციის მონაწილეს ხელი დაარტყა. იცნობდეთ დეპუტატებს- ვიქტორ ჯაფარიძე და ირაკლი ტრიპოლსკი”-წერს კაკაბაძე.