“გვამები” მერიასთან მწვანე სივრცის დასაცავად

20 თებერვალს პარტიზანმა მებაღეებმა თბილისსში აქცია–მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეებმა პროტესტი ჭოველიძის ქუჩიდან დაიწყეს, სადაც მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. პარტიზანმა მებაღეებმა იმიტირებული  “გვამები“ ქალაქის სხვადასხვა ადგილებში მიიტანეს. პერფორმანსი თბილისის მერიასთან დასრულდა.   აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიისგან ისეთ ქალაქდაგეგმარებას მოითხოვენ, რომელიც ეკოლოგიაზე და მწვანე სიცრცეებზე იქნება ორიენტირებული.
{{PHOTOGALLERY}}