ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა.
ხალვაშმა საჯარო რეესტრისგან შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია ითხოვა. რეესტრმა სარეგისტრაციო განცხადება მიიღო. საბოლოო გადაწყვეტილება რეესტრის გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, დღეს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა, სადაც გვარამიას გადაყენების გადაწყვეტილება მიიღეს.