გვარამიას ბრალი უმძიმდება – “რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს და ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ბრალი უმძიმდება.

„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – აცხადებენ საგამოძიებო ორგანოში.

შეგახსენებთ, “რუსთავი2“-ის ყოფილ დირექტოს ნიკა გვარამიას ბრალად ედება, ტელეკომპანიის კუთვნილი თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვა.

11 აგვისტოს სასამართლომ გვარამიას 40 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.