“მუდმივად გვესმის, რომ თურმე ქართული ოცნება აიღებს 60%-ს, ალბათ 80%-ს და, შესაძლოა, 95%-ს, რატომ არა 100%-ს. თქვენ ხომ საერთოდ არავინ გჭირდებათ და აიღეთ პირდაპირ 100%, დარჩით მარტო და მოუსმინეთ ერთმანეთს”-ასე მიმართა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა მმართველი გუნდის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ინაშვილმა ასევე საპატრიარქოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.