“გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი ‘ზაკვო’’- ზურა ჯაფარიძე ილია მეორის ქადაგებაზე

“გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ქადაგებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

1. როდესაც “ღმერთი” უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა), თუ ვინმე ჩათვლის, რომ ესაა ღმერთის ნება. 2. როდესაც “სამშობლო“ უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი – ამას ჰქვია ფაშიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა), თუ ვინმე ჩათვლის, რომ ქვეყნისთვის ასეა საჭირო. 3. ამ პოსტულატებიდან არც ერთს არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისთვის პირველი ადამიანია, განურჩევლად აღმსარებლობისა, წარმოშობისა, კანის ფერისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, თვალის ფერისა, ფეხის ზომისა და ა.შ.გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი ‘ზაკვო“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს აღნიშნა, “თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ იმას, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი”.