“მოვიდნენ საბავშვო თეატრალურ სტუდიაში ბავშვების წასაყვანად. მოგვატყუეს, გვითხრეს, რომ ეს იყო ქართული ტრადიციული ფილმის გადაღებები” – აცხადებს არასწრულწლოვნის მშობელი, რომელიც ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” გადაიღეს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ ღვინიაშვილმა განაცხადა, ის პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებს:
“სარჩელი შემაქვს სამართალდამცავ უწყებაში და მოვითხოვ, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მოტყუებით წაიყვანეს ბავშვები. ასევე ვითხოვ, ამოიღონ ის კადრები, სადაც არასრულწლოვნები მონაწილეობდნენ.”
როგორც ამბობს, არ იცოდა რომ ფილმში “ასეთი” სცენები იყო. ფილმის გადაღებისას კი ბავშვი 10 წლის იყო. გადაღებებზე არასრულწლოვნის დედაც იმყოფებოდა, თუმცა არც მან იცოდა რას იღებდნენ.
შეგახსენებთ, ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 8 ნოემბერს საპროტესტო აქიების ფონზე შედგა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ საკონკურსო სექციაში Director’s Fortnight, 25 ფილმს შორის მოხვდა. საზოგადოებაში ამ ფილმის მიმართ, ინტერესი ძალიან მაღალია, ფილმმა სხვადასხვა ფესტივალზე ჯილდოები აიღო.
აქციების პარალელურად ფილმმა “და ჩვენ ვიცეკვეთ” კიდევ ერთი ჯილდო მოიგო. რეჟისორ ლევან აკინის ფილმში შესრულებული როლისთვის ქართველი მსახიობი, ლევან გელბახიანი მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციის გამარჯვებული გახდა.














