{{ARTICLEIMAGE}}
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორატის წევრად საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე აირჩიეს. არჩევნებში 5 დეკემბერს, ჰააგაში ჩატარდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის სესიაზე, გოჩა ლორთქიფანიძეს 123-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. ხუთწევრიან დირექტორატში გოჩა ლორთქოფანიძემ ბოსნია-ჰერცეგოვინის წარმომადგენელი შეცვალა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გოჩა ლორთქიფანიძე პირველი ქართველია, ვინც ფონდში აირჩიეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის განკუთვნილი კვოტით.
სამინისტროს განცხადებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის არჩევა ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს, ფონდის ყურადღება დაზარალებულთა საჭიროებებსა და მათთვის მიყენებული ზიანის საკითხებზე მიმართოს. „ეს იმ რეალობის გათვალისწინებით, როდესაც ჰააგის სასამართლოს პროკურატურა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მსხვერპლთა დაცვა და მათი უფლებების აღდგენა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია“,-აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.