ჰაკერებმა WhatsApp-ში სადაზვერვო პროგრამა დააინსტალირეს

ჰაკერებმა პოპულარულ აპლიკაცია WhatsApp-ში მომხმარებლებზე თვალთვალის პროგრამის დაყენება შეძლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

პრობლემის შესახებ კომპანიამ თვის დასაწყისში შეიტყო და ინფორმაცია აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებსა და უსაფრთხოების ექსპერტებს გადასცა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარებულია. მათ მომხმარებლებს აპლიკაციის ბოლო ვერსიის დაყენებისკენ მოუწოდეს.

„ბიბისის“ ცნობით, კიბერ თავდასხმის უკან ისრაელში შექმნილი კომპანია NSO Group იდგა.

ამასთან დაკავშირებით, თელ-ავივის სასამართლო Amnesty International-ის სარჩელს განიხილავს, რომელიც კომპანია NSO Group-ისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებს.