გაცვლის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ასევე, ამერიკის კონგრესში ქვეყნის მეგობრები აცხადებენ, რომ საქართველოს მთავრობამ დემოკრატიული რეფორმების გატარება სერიოზულად უნდა აღიქვას. როგორც წარმომადგენელთა პალატიდან, ასევე სენატის გავლენიანი საგარეო საქმეთა კომიტეტიდან, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გაუგზავნეს, რომლებშიც საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობდნენ. რა უნდა გააკეთოს თბილისმა ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად და რა არის არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი? ამ და სხვა კითხვებით ამერიკის ომის კოლეჯის პროფესორს, არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ რობერტ ჰამილტონს “ამერიკის ხმის” ჟურნალისტმა ია მეურმიშვილმა მიმართა.
ბატონო რობერტ, ცოტა ხნის წინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუსოღლუმ დავოსში ერთ-ერთი შეხვედრის დროს, სასიამოვნოდ მოულოდნელი საჯარო განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ დასავლეთმა საქართველო ნატოში უნდა მიიწვიოს და რომ რუსეთის გაღიზიანებაზე არ უნდა იფიქროს. რას ნიშნავს ეს განცხადება?
განცხადების დრო საინტერესოა. ნატოსა და თურქეთს შორის ბოლო წელიწადნახევარში განვითარებული მოვლენები, იმ კითხვასაც კი აჩენდა ზოგჯერ, დარჩება თუ არა თავად თურქეთი ნატოში. თურქეთის ეს პოზიცია თანმიმდევრულია, რადგან წლების მანძილზე ის ნატოს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს აქტიურად უჭერდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ადგილი ნატოშია. დროს რაც შეეხება, ვფიქრობ, თურქეთი ცდილობს დააბალანსოს საკუთარი ურთიერთობა ნატოსთან და რუსეთთან და პრაგმატული ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივესთან. ეს განცხადება, შესაძლოა, ნატოს მოკავშირეებისთვის იმის ხელახალი დადასტურებაა, რომ თურქეთი არა მხოლოდ რჩება ნატოს აქტიურ წევრად, არამედ მისი გაფართოების მომხრეა.
ეს საინტერესო მოსაზრებაა. თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო აზრიც, რომ თურქეთს შესაძლოა სურდეს რუსეთთან პოლიტიკური ვაჭრობის დამატებითი საკითხი ჰქონდეს და საქართველოს ნატოში გაწევრიანება თემად მაშინ წამოწიოს, როცა რუსეთისგან რამის მიღება მოუნდება. ამაზე რას ფიქრობთ, ეს შეთქმულების თეორიაა, თუ აქვს რამე საფუძველი?
პატარა ქვეყნებმა, რომლებსაც დიდი მეზობლები ჰყავს, ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, რომ შეძლება ვინმემ სავაჭრო თემად გამოიყენოს. ამ შემთხვევაში, მე არ ვიფიქრებდი იმას, გაყიდის თუ არა თურქეთი საქართველოს ნატოში წევრობას რუსეთისგან რაღაცის მისაღებად. ვფიქრობ, რომ თურქეთი ნამდვილად ფიქრობს იმაზე, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობა ჰქონდეს, განსაკუთრებით სირიასთან მიმართებაში, სადაც მათი ინტერესები ყველაფერში არ ემთხვევა. ამასთან, არ მგონია, თურქეთის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერის უკან წაღებამ საქართველოსთვის პრაქტიკული შედეგი მოიტანოს, რადგან ეს მხოლოდ თურქეთზე არაა დამოკიდებული.
თურქეთს საკუთარი მიზნები ამოძრავებს, როცა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს. თურქეთს სჯერა, რომ სამხრეთ კავკასია უფრო სტაბილური იქნება, თუ საქართველო ნატოში გაწევრიანდა. თურქეთს კი სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა სურს და მისთვის უკეთესი იქნება, თუ აღმოსავლეთით ნატოს ბოლო წევრი თვითონ არ იქნება.
რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის?
ვიტყოდი ეს მნიშნველოვანი, მაგრამ არასაკმარისია. ამერიკის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დამდგარა. 2008 წლის აპრილში, ბუქარესტის სამიტის დროს, მე თბილისში, ამერიკის საელჩოში ვმუშაობდი. მაშინ იმის გამო, რომ ალიანსმა საქართველოს სამოქმედო გეგმა არ მისცა, მაგრამ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები ერთ დღეს გახდებოდნენ, ჩვენ როგორც ჯარში ასევე პოლიტიკურ წრეებში, იმედგაცრუებული დავრჩით. ამერიკის მხარდაჭერა აუცილებელია. თუ შეერთებულმა შტატებმა ეს თანადგომა უკან წაიღო, არ მგონია საქართველოს ნატოში გაწევრიანების რაიმე შანსი ჰქონდეს. თუმცა, ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მათი დაყოლიება მომხდარიყო, ვინც საქართველოს სკეპტიკურად უყურებს და რუსეთის რეაქციის გამო ფრთხილობს.
ანუ, ვაშინგტონი დღეს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს?
ჩემი აზრით, კი. დახმარების ოდენობას რომ შევხედოთ, იქნება ეს სამხედრო თუ არასამხედრო, თანხა თითქმის ყოველ წელს იზრდება. სამხედრო დახმარება თუ არ ვცდები 40 მილიონია, არასამხედრო კი, დაახლოებით, 80 მილიონი. ამერიკას ხშირად აკრიტიკებენ დახმარების ერთგვარი მილიტარიზაციის გამო და ამბობენ, რომ დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ქვეყანას, ძირითადად, თავდაცვის დეპარტამენტი ეხმარება. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ამაში ამერიკის მთავრობა მთლიანადაა ჩართული. სახელმწიფო დეპარტამენტს და USAID-ს ევრაზიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ბევრი პროგრამა საქართველოში აქვს. ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის გრანტის ერთ-ერთი პირველი მიმღები საქართველო იყო. ეს დახმარება უკვე წლების მანძილზე გრძელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციასა და კონგრესში საქართველოს მიმართ ძლიერი მხარდაჭერა არსებობს.
კონგრესზე ასე ნუ იჩქარებთ. კონგრესიდან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას რამდენიმე ძალიან კრიტიკული წერილი გაუგზავნეს. საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე კონგრესში საქართველოს მეგობრებს ხვდებიან ამ კრიტიკაზე პასუხის გასაცემად. ორი ქვეყნის ურთიერთობაში – ყოველ შემთხვევაში კონგრესთან – ერთგვარი დაძაბულობა შეინიშნება. რამდენად საშიშია ეს და ეთამაშება თუ არა ქართული მხარე ცეცხლს კონგრესიდან ამ წერილების მიღებით?

ეს კარგი კითხვაა. ყველაზე მძიმე შედეგი, რაც შეიძლება დადგეს დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში, ისაა, რომ საქართველოს შეიძლება შეუმცირდეს ან შეუწყდეს ზოგიერთი დახმარება, რომლსაც ამერიკა საქართველოს უკვე ათწლეულებია უგზავნის. ან შეიძლება დახმარების დონე უბრალოდ შემცირდეს. ამაზე მნიშვნელოვანი კი სხვა რამაა. როგორც წეღან აღვნიშნე, შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების გზაზე უკიდურესად მნიშვნელოვანია. თუ ამერიკამ გადაწყვიტა, რომ საქართველო დემოკრატიულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს – როგორიცაა მაგალითად გამჭვირვალობა, ანტი-კორუფციული რეფორმები, კარგი მმართველობა, რაც ასევე საჭიროა ნატოში გასაწევრიანებლად – შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერა შეამციროს. ვფიქრობ, ამას უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, ვიდრე დოლარების ოდენობის შემცირებას.
საქართველოს უდიდესი გამოწვევები აქვს. ოქტომბერში არჩევნები მოდის და ქვეყანა უკიდურესად პოლარიზებულია. ერთ-ერთ კითხვაზე პასუხის გაცემისას, თქვენ თქვით, რომ წერილები, რომლებსაც კონგრესი საქართველოს მთავრობას უგზავნის, დემოკრატიული უკუსვლის გამოძახილია. სულ ორიოდე წუთი დაგვრჩა და ახლა ამაზე ვისაუბროთ მოკლედ. რაში გამოიხატება ეს უკუსვლა და რის გაკეთება შეიძლება მის შესაცვლელად?
კონკრეტული შემთხვევები რომ ჩამოვთვალოთ, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი პროპორციული არჩევნების დაპირების უკან წაღება იქნება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, სამთავრობო რესურსების არამართებულად გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, მოქალაქეებისთვის დავალიანების მოხსნა ასევე საარჩევნო პერიოდში… ისეთმა ორგანიზაციებმაც კი, როგორიცაა „ფრიდომ ჰაუსი,“ „პოლიტი პროჯექტი,“ „ეკონომისტი“ და სხვები, რომლებიც ამ მოვლენებს აკვირდებიან, დემოკრატიულ უკუსვლას ამჩნევენ.
ვფიქრობ, ეს ორი პარალელური პროცესის თვალსაჩინოდ წარმოჩენაა და ეს პროცესები ყოფილ საბჭოთა სივრცეში – ბალტიისპირეთს გარდა – თითქმის ყველგან გვხვდება. ერთი ისაა, რომ თავისუფალი არჩევნების გზით მოდიან მთავრობები და დროთა განმავლობაში სახელმწიფო რესურსს იყენებენ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ისინი ასევე უფრო და უფრო მიუღებელი ხდებიან ლეგიტიმური ოპოზიციის მიმართ. ამის მაგალითები ვნახეთ როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის დროს, ასევე ვხედავთ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროსაც. მეორე, პარალელური პროცესი ისაა, რომ მოსახლეობა უფრო და უფრო ეწინააღმდეგება მთავრობის მიერ უფლებამოსილების გადამეტებას, უფრო მეტად იცავს საკუთარ უფლებებს და უფრო მეტად ხელმძღვანელობს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებებით, ვიდრე მთავრობა. ის, თუ როგორ დამთავრდება ამ ორი პროცესის ერთმანეთთან შერწყმა, ძალიან საინტერესო იქნება. მე, ცხადია, მინდა ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს.
რას ნიშნავს თქვენი აზრით ხალხის გამარჯვება? ხალხმა 2012 წელს გაიმარჯვა და ნაც-მოძრაობის მთავრობა დამარცხდა. მოვლენები, თითქოს წრეზე ვითარდება – არჩევნებიდან არჩევნებამდე.
საქართველოში არჩევნები საკმარისად თავისუფალი და სამართლიანია და ხალხს შეუძლია საკუთარი აზრის დაფიქსირება. საქართველო არ არის ავტორიტარული, რეპრესიული ქვეყანა, სადაც თუ ხალხმა მოინდომა, მთავრობას ვერ შეცვლის. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ უფრო მეტად 2024 წლის არჩევნებში, როცა ქვეყანა ნამდვილად იქნება გადასული პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ხალხს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა მიეცემა. როგორც წესი, ძალაუფლების მქონე პარტიებს შერეულ სისტემაში უპირატესობა და ხელისუფლებაში დარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ოპოზიციას. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება მეტად დაბალანსებული პარლამენტის ქონას შეუწყობს ხელს.
წყარო: ამერიკის ხმა