ყოველწლიური პროექტი Check in Georgia კულტურის სამინისტროს გადაეცა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Check in Georgia ქვეყნის კულტურულ განვითარებას უფრო ემსახურება ვიდრე, ტურისტების მოზიდვას. შესაბამისად პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა“, -განაცხადა გიორგი ქობულიამ სასტუმრო “შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში” გამართულ შეხვედრაზე.
ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკეთესი შედეგის მისაღებად ტურიზმის ადმინისტრაცია გააგრძელებს თანამშრომლობას კულტურის სამინისტროსთან.